გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტში კანონდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიების ჩატარების შედეგად, შუახევში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები, მიწის არამიზნობრივი გამოყენებისა და უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორების ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
სამინისტროს ცნობით, სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, ასევე დაილუქა სახერხი საამქროები.
"მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემგდომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება