დასუფთავების აქცია დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბ "დაფიონას" წევრებმა და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა 23 აპრილს დაასუფთავეს სკოლის და სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დასასვენებელი პარკი.

ეკოკლუბის წევრებმა სკოლის სხვა მოსწავლეებთან და მასწავლებელთან ერთად დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში გადაწყვიტეს დაესუფთავებინათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია, წინა წლებში მათ მიერ გამწვავებული დასასვენებელი პარკი, რომელიც სხვადასხვა ნაგავისაგან იყო დაბინძურებული.

მათ გაცნობიერებული ჰქონდათ რა პრობლემის შექმნა შეუძლია ნაგავი, მათ შორის პლასტიკურ ბოთლებს, ცელოფნის პარკებს, ლითონის ქალებს და ა. შ. ისინი ბუნებაში გამოყოფენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, იზრდება ნახშირბადის ემისია, რაც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებზე, საბოლოოდ იწვევს კლიმატის ცვლილებას. ეს აქტივობა უმცირეს წვლილს შეიტანს ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში, ახალგაზრდების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა გაიზრდება და  მომავალში მუდმივად იზრუნებენ ამ პრობლემების მოგვარების საკითხებში.