ევროპის კვირეულის ფარგლებში ქალაქ დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "კამბისენეს" ლიდერებმა 13 მაისს ჩაატარეს კვირეულის შემაჯამებელი კონფერენცია და ესეებისა და მულტიმედია-ნამუშევრების პრეზენტაციები.
პრეზენტაციები მოამზადეს 9-12 კლასების მოსწავლეებმა, რომლებმაც გაგვიზიარეს საკუთარი ხედვა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესსეს ან მულტიმედია პროდუქტის (ფოტო, ვიდეო, ილუსტრაცია და სხვა) სახით. თემატიკა შესაძლოა მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროპული ღირებულებები (თავისუფლება, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, კანონის უზენაესობა). ნამუშევრების შექმნისთვის ბავშვებს ჰქონდათ ერთთვიანი პერიოდი.
შექმნილი ნამუშევრები მონაწილე მოსწავლეებმა შემდეგ ეტაპზე უნდა წარადგინონ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC), ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში მიმდინარე კონკურსისთვის - "ერთიანი საქართველო ევროპისთვის”. კონკურსის მიზანია საქართველოს მასშტაბით, IX-XII კლასების სკოლის მოსწავლეებმა და მომავალმა ლიდერებმა შეძლონ მეტი გაიგონ ევროპული შესაძლებლობებისა და ღირებულებების შესახებ, ჩაერთონ საზაფხულო სკოლებში და განახორციელონ საკუთარი იდეები ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, შეიძინონ და გაიძლიერონ ლიდერობის უნარები.
ზოგიერთი მულტიმედიანამუშევარი ბავშვებმა ატვირთეს სოციალურ ქსელებში :