დასუფთავების და გამწვანების აქცია ზესტაფონის სოფელ ცხრაწყაროს სკოლაში

5 მაისს ზესტაფონის მუნიციპლიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სასკოლო საზოგადოების დახმარებით მოაწყვეს დასუფთავების აქცია სკოლაში.

დასუფთავდა როგორც სკოლის შიდა ტერიტორია, ასევე სკოლის ღობის გარშემო გარე ტერიტორია გასუფთვდა ეკლებისა და სარეველებისაგან.სკოლის შიგა ტერიტორიაზე გალამაზდა გაზონები, რომლებზეც ვარდები და  სხვადასხვა ჯიშის ყვავილები დაირგო. ვარდები გაისხლა. გასხლული ტოტები გამოიყენეს ვარდების დასაკალმად. დაკალმებული ვარდები რამდენიმე ათეული იყო, რომლებიც გამოყენებული იქნება გასამრავლებლად. 

ეკოკლუბის წევრების ინიციატივით სკოლის მოსწავლეებმა მიიტანეს ხის ნერგები: ალუბალი, ქლიავი, ტყემალი, ვაშლი და სხვა. ეს ნერგები დაირგო სკოლის ეზოში და ეკოკლუბელები მათზეც იზრუნებენ. სკოლის ეზოს ტერიტორიაზე გაკეთდა საბოსტნე  გაზონი, რომელზეც დაითესა სხვადასხვა ბოსტნეული.