"მეგობრობის ხეივანი" გურიაში

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,მწვანე მომავლისა’’ და დაბა ლაითურის ეკოკლუბ ,,მწვანე თაობის’’  წევრებს შორის დიდიხანია მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობა არსებობს,   მათ  ერთად არაერთი აქტივობა განუხორციელებიათ და ერთად ზრუნავენ გარემოს დაცვაზე და მის გაჯანსაღებაზე,   

ახლა როცა დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სკოლა დაბა ლაითურის საჯარო  სკოლაში ახორციელებს სასწავლო პროცესს და მეტი შესაძლებლობა აქვთ ერთად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები.

2025 წლის 25-აპრილს ორივე სკოლის ეკო კლუბის წევრებმა  გადაწყვიტეს მეგობრობის ნიშნად დაბა ლაითურის სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყოთ და ნარგავებს "მეგობრობის ხეივანი" ეწოდოს. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ერთად, როგორც ბუჩქოვანი, ასევე   დეკორატიული ყვავილოვანი მცენარეები დარგეს და ერთად იზრუნებენ მათ მოვლასა და გახარებაზე.