რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ გამონათების წევრები კვლავ აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებზე მიმართულ აქტივობებზე მუშაობას.
23 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში კლუბის წევრებმა 2 კლასის, მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად დასუფთავების აქცია ჩაატარეს და დაააუფთავეს სკოლის ეზო, მინისკვერის ნაწილი, განსაკუთრებით დანაგვიანებული ადგილი და სპორტული მოედანი, ძელსკამებისქვეშა დანაგვიაბებული ადგილები, ღობის როგორც შიგნით, ისე გარეთა პერინეტრი. სოფელ მარეთში შემომავალი გზის ორივე სანაპირო.
მრავალჯერადი გამოყენების მიზნით, კლუბის წევრებმა და სხვა მოსწავლეებმაც პოლიეთილენის პარკები რამდენჯერმე გამოცალეს. პლასტმასის ნივთები გადაახარისხეს ნეორეული გამოყენებისთვის. დანარჩენი ნარჩენი მოათავსეს ნარჩენების ურნაში.