ადამიანის მჭიდრო კავშირი ბუნებასთან ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ ვიზრუნოთ პლანეტაზე, ჩვენი გონივრული ქმედებით ყოველთვის შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ ამ პროცესზე. პლანეტის დაცვა მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს.
ქალაქ საგარეჯოს #4 საჯარო სკოლა და სკოლის ეკოკლუბი უერთდება გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას დღეს კაცობრიობა. დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა. შექმნეს ნახატები, ბანერები, პოსტერები, საინფორმაციო ბუკლეტები, ესეები, ჩანახატები, რომლებიც გაუზიარეს სასკოლო საზოგადოებას. უყურეს საინფორმაციო ფილმს და სკოლის ეზოს გამწვანებაზეც იზრუნეს.
დედამიწის დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთო იდეის გარშემო გაერთიანება.