სოფელ გურიანთაში მოსწავლეებმა სკოლიდან მაღაზიისაკენ მიმავალი ბილიკი მოაწყეს

10 აპრილს, თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლიდან მაღაზიისაკენ მიმავალი ბილიკი მოაწყეს. იდეას წარმოადგენდა ის, რომ სკოლაში ბუფეტი არ არის, ამიტომ მოსწავლეებს უწევთ სკოლასთან მდებარე მაღაზიაში სიარული, რომლისკენაც მიმავალი გზა ატალახებული იყო.

ბავშვებს სკოლის გამგეობამ უშუამდგომლა ადგილობრივ ქვის სამტეხლოსთან და მისცა 1 მანქანა ხრეში ანუ "შებენი" და მოიხრეშა პატარა ბილიკი. ამ მნიშვნელოვან  საქმეში აქტიურად ჩაება სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები, ეკოკლუბელები, იდეების ლაბორატორიის წევრები, ასევე მოსწავლეებს დაეხმარათ სკოლის დარაჯი და სამნეო სკოლის გამგე,