ბუჩქოვანი მცენარეების დარგვის აქცია ზუგდიდის სოფელ ჩხორიის სკოლაში

11 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის სკვერში ეკოკლუბელების ინიციატივით მოეწყო ხეებისა და ბუჩქოვანი მცენარეების დარგვის აქცია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო სასკოლო საზოგადოება.
აქციის მიზანი იყო ეკოლოგიაზე ზრუნვა, მოსწავლეების მიერ საკუთარი წვლილის შეტანა სუფთა გარემოს შექმნაში და გარემოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა ლოგუა ესაუბრა მოსწავლეებს ბუნების მშვენიერებაზე, მისი სარგებლიანობის შესახებ და რომ ბუნება მნიშვნელოვანია არამარტო სიცოცხლისთვის, არამედ ალამაზებს სამყაროს.

სკვერში დარგულია სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ბუჩქები, წიწვოვანი ხეები, განთავსებულია მაგიდა და სკამები. სკოლის ეზოში მოწყობილ სივრცეს სხვა მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც იყენებენ: ატარებენ ბუნების გაკვეთილებს, აქვთ კლუბური შეხვედრები, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად ჩატარდეს, რათა სკოლის  ეზო და მისი მიმდებარე გარემო მუდამ სუფთა და მოწესრიგებული იყოს.