ხეების გადათოვლის მნიშვნელობა

ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ,,21-ე საუკუნის'' წევრებმა, 19 თებერვალს განახორციელეს მცირე ძალისხმევის მომთხოვნი, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანი აქტივობა. ტყიბულში ზამთარში ხშირად თოვს და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხის ტოტზე არსებულმა თოვლის დიდმა მასამ ხის ტოტი მოტეხა და ხე დააზიანა. ამ სიტუაციის შეცლის მიზნით ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ეზოში ხის ტოტები გაათავისუფლეს თოვლის მასისაგან.

ხეების გათავისუფლება თოვლის მასისაგან რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამოა საჭირო. ეს მიზეზებია: ხეების დაზიანების თავიდან აცილება და ამით ხეების სიცოცხლუნარიანობისა და გამძლეობის შენარჩუნება. უფრო მეტიც ამ აქტივობით სხვასაც მოვუწოდებთ მსგავსი აქტივობის განხორციელებისაკენ.

ეკოკლუბელებმა იციან, რომ გარემოს მიმართ მზრუნველობის გამოჩენა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა. როდესაც ჩვენი მოქმედებები უფრო მიზანმიმართული და ხანგრძლივი იქნება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად, სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი გზა, რათა ჩვენი პლანეტა გადარჩეს და იყოს ჯანსაღი. რაც უფრო მეტი ადამიანების ცნობიერება გაღრმავდება, მით უფრო გაიზრდება გარემოს მიმართ პასუხისმგებლლობის გრძნობა. სწორედ ეს იყო ეკოკლუბის ჩატარებული აქტივობის ერთ-ერთი მიზანი.