ლაგოდეხელი ეკოკლუბელების ვიზიტი სატბორე მეურნეობაში

 28 იანვარს სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის კლუბის ,,სხივის“ წევრებმა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2025 ფარგლებში, მორიგი აქტივობა განახორციელეს. მოსწავლეები კლუბის ხელმძღვანელთან ერთად  სასწავლო  ვიზიტით  იმყოფებოდნენ სატბორე მეურნეობაში, რომელიც FAO შემოთავაზებულ კონკურსს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წლევანდელი დავალებას ეხებოდა.

მოსწავლეებმა ფერმერისგან მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.  სატბორე მეურნეობა, როგორც მეთევზეობის ერთ–ერთი  ქვედარგი, სულ უფრო უკავშირდება სოფლის მეურნეობას, როგორც მისი შემადგენლობის ნაწილი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სატბორე მეურნეობები მოიცავს 500 ჰექტრამდე ფართობს. ამ სფეროში დაკავებულია  30–მდე ფერმერი. ლაგოდეხის კლიმატური და ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე მტკნარი წყლის მეთევზეობა ძირითადად ორ ზონად იყოფა: მთისა და ბარის. მეურნეობებში ძირითადად გამოიზრდება: კობრი, ჩველებრივი და ჭრელი სქელშუბლა, თეთრი ამური და სხვ.  

ასეთ მეურნეობებში თევზების მოვლა-პატრონობა ხდება სპეციალურად მოწყობილ აუზებში სადაც ქმნიან პირობებს მათი წარმატებული ზრდისა და გამრავლებისთვის. თევზის მეურნეობა მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს: თევზების გამრავლება - ამისთვის გამოიყენება სპეციალური გასამრავლებელი პირობები; კონტროლი - იმაზე, თუ როგორ იზრდება თევზი, გავლენას ახდენს წყლის ტემპერატურა, კვება, დაავადებების პრევენცია და სხვა; თევზის რეალიზაცია - თევზი, როდესაც იზრდება და მზადაა, გადადის გაყიდვის ან გადამამუშავებელ საწარმოში.