გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღე მარაბდის სკოლაში

გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციალიტეტის სოფელ მარაბდის ეკოკლუბის წევრებმა 26 იანვარს მოაწყვეს გარემოსდაცვითი ღონისძიება. ეკოკლუბელებმა იციან, რომ გარემოსდაცვითი განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც ხელს უწყობს გარემოსადცითი პრობლემების აღქმას და  განაპირობებს გარემოსადმი მეგობრული ქცევისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

ეკოკლუბელებმა გაკვეთილების შემდეგ  დაასუფთავეს სტადიონის ტერიტორია,  სკოლასთან ახლო მდებარე ტერიტორიები, რომლებიც ძალზედ დაბინძურებული იყო. ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით ნაგავი მოაგროვეს პარკებში და შემდეგ ბუნკერებში გადაყარეს, რომელიც სკოლიდან მოშორებითაა.