ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე მომავლის" წევრებმა 23 იანვარს მეტად სახალისო და საინტერესო აქტივობა განახორციელეს. ბავშვებმა უდაბნოს ეკოსისტემის შექმნა და აქლემების საკუთარი ხელით დამზადება გადაწყვიტეს.
მუშაობის დროს ეკოკლუბელებმა გაარკვიეს, რომ უდაბნოში ტემპერატურა ზოგადად ძალიან მაღალია დღის განმავლობაში, მაგრამ ღამით შეიძლება საკმაოდ ცივი იყოს. უპირატესად მცოცავი და ნაკლებად მორწყვილი მცენარეები (მაგალითად, კაქტუსები) ხასიათდება. აგრეთვე უდაბნოს მცენარე დაახასიათეს ყველაზე გრძელ ფესვიანი"ცერცვეკალა",რომელსაც წყლის მოსაპოვებლად ეზრდება დიდი ფესვები. ბევრი ცხოველი, რომლებიც უდაბნოში ცხოვრობენ, მკვეთრად ადაპტირებულია წყლის რესურსების ნაკლებობასთან.
მაგალითად,აქლემი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია უდაბნოს ცხოველების ადაპტაციისთვის წყლის რესურსების ნაკლებობის პირობებში.აქლემის ორგანიზმში შეგიძლიათ იპოვოთ „ცხელი სხეულის“ მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია დააგროვოს და შეინახოს დიდი რაოდენობით წყალი, რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია გამოიყენოს. აქლემი იშვიათად სვამს წყალს, თუმცა თუ მას დასჭირდებოდა, შეუძლია ერთჯერადად უზარმაზარი რაოდენობა წყალი ჩააბაროს.
აქტივობაში მოსწავლეები აღფრთოვანებითა და ხალისით ჩაერთნენ და ბევრი ახალი ინფორმაციაც მიიღეს.