წყალტუბოელი ეკოკლუბელების "მწვანე კლასის ინიციატივა"

ა (ა)იპ წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზიის ეკოკლუბ ეკოდაივერების წევრები  კვლავ აქტიურად აგრძელებენ სკოლაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკულ პროექტებში ჩართულობას. ამჯერად, ისინი პატარა გიმნაზიელებთან თანამშრომლობდნენ, რათა დაწყებით კლასში გამწვანება დაეწყოთ.

მოსწავლეებთან ერთად, 17 იანვარს, ეკოდაივერებმა საკლასო სივრცის გამწვანების გეგმა შეადგინეს. პროექტის ფარგლებში კლასში რამდენიმე მცენარე შეიტანეს, მათ შორის პატარა სუკულენტები და ბალბები, რომლებიც მარტივი მოსავლელია. ბავშვებმა მცენარეები თავად ჩარგეს ქოთნებში და მათთვის სახელებიც კი მოიფიქრეს.

ეს ინიციატივა გახდა არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც პასუხისმგებლობის განვითარებასაც უწყობს ხელს. ახლა პატარა გიმნაზიელები მცენარეებზე ყოველდღიურად ზრუნავენ და საკლასო ოთახში ახალ ატმოსფეროს ქმნიან.

ეკოდაივერების და გიმნაზიელების ეს წარმატებული თანამშრომლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პატარა ნაბიჯებითაც კი შესაძლებელია დიდი ცვლილებების განხორციელება.