დასუფთავების აქცია ოზურგეთის სოფელ გურიანთაში

22 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთას საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,"ვაშნარის’’ წევრებმა მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს შიდა სასკოლო პროექტი, ,,ვიცხოვროთ სუფთა გარემოში". სამუშაოს მიზანი იყო გარემოს დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება და მის შესაბამის ადგილზე გადატანა.

სამუშაო განხორციელდა სკოლის ტერიტორიაზე სოფლის ამბულატორიისა და სოფლის გამგეობის ტერიტორიის გასწვრივ. თავიდანვე მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ საქმის შესრულებას, შეიძინეს ნაგვის პარკეტები და ხელთათმანები. დასუფთავების აქციას შეუერთდა მასწავლებლებიც.ძირითადად ნარჩენებს პოლიეთილენის პარკები და ბოთლები შეადგენდა. აქვე ქიმიის მასწავლებელი ქეთევან ჩიკაშუა უხსნიდა მოსწავლეებს თუ რა ცუდ შედეგამდე მივყავართ ერთჯერად უხსნად პოლიეთილენის პარკებსა და ბოთლებს. ეს ნარჩენები არამარტო ანაგვიანებს გარემოს არამედ მომწამლავად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.

აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას და ისინი მისაბაძნი გახდნენ დაბალკლასელი მოსწავლეებისათვის, გაითავისეს რომ ტერიტორიის დანაგვიანება არ შეიძლება. ეკოკლუბელებმა იციან, რომ ასეთი ღონისძიებები ეხმარება მათ არამარტო გარემოს დაცვაში, არამედ პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში, გუნდურ მუშაობაში და ერთმანეთის თანადგომაში.