მესტიის მუნიციპალტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ,,რეინჯერები’’ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2025 ფარგლებში მორიგი აქტივობა განახორციელა. ეკოკლუბი გამოეხმაურა FAO შემოთავაზებულ კონკურსს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წლევანდელი დავალება სატბორე მეურნეობების შესახებაა.
"გაიცანით ფერმერები, დააკვირდით მათ მუშაობას, დაუსვით კითხვები; ეწვიეთ სატბორე მეურნეობებს მომზადებული და ფერმერების მითითებითა და წესების დაცვით, დააკვირდით თევზების ქცევას; თუ შესაძლებელი იქნება, თქვენი მოკვლევის პერიოდში გადაიღეთ ფოტოები, ჩაინიშნეთ ინფორმაცია და შემდეგ მოგვიყევით, რა ისწავლეთ’’ - წერია საკონკურსო დებულებაში. აქედან გამომდინარე ეკოკლუბმა რამდენიმე აქტივობა დაგეგმა.
პირველი აქტივობა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ეკოკლუბმა ჩაატარა მოსწავლეებში თევზის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. პრეზენტატორმა, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა მდინარეებში და ტბებში მობინადრე თევზებზე, მათ საბინადრო პირობებზე. აჩვენა ვიდეორგოლი. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ეკოკლუბი კონკურსის ფარგლებში სხვა საინტერესო აქტივობებსაც განახორციელებს.