კვლევა სოფელ კიცხის მოსახლეობაში სასმელ წყალთან დაკავშირებით

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა განახორციელა კვლევა სოფლის მოსახლეობაში სასმელ წყალთან დაკავშირებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 8 მოსწავლემ, თითოეულმა გამოკითხა 5 ოჯახი და სულ გამოიკითხა 40 ოჯახი.გამოკითხული  მოსახლეობის 80%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში მოსახლეობის 30%-ს არ აქვს წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე.

სოფელ კიცხში წყლის მიწოდება მაინც არის პრობლემა და მოსახლეობის 40% არის ისეთი, რომლებსაც ვერ მიეწოდებოდა ცენტრალიზებული წყალი და ამოტომ ისინი იძულებული გახდნენ თავიანთ ეზოებში ინდივიდუალური ჭები გაეჭრათ.მოსახლეობის 60%-იდან, რომელიც ცენტრალიზებულ წყალზეა, 30% -ს წყალი ძალიან ცუდათ მიეწოდებათ, განსაკუთრებით ზაფხულობით, როცა წყლის რეზერვუარში გვალვის გამო წყალი იკლებს.ყველა მოსახლეს სურვილი აქვს ჭა ქონდეს ეზოში, მაგრამ რადგან ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამას ვერ ახერხებენ.გამოკითხულთა 100-ვე პროცენტი ეთანხმება, რომ სასმელი წყლის დაზოგვა აუცილებელია და მას სხვა დანიშნულებისთვის (მაგ. მორწყვა) არ იყენებენ.მოსახლეობის 80% წყლის დამაბინძურებლად მიიჩნევს წვიმის წყალს, რომელიც ნიადაგთან ერთად ერევა წყალში და მატებს მას სიმღვრივეს და აღნიშნავენ, რომ თუ წყალი დაბინძურებულია უნდა გადაადუღონ.

მხოლოდ 20%-თვის არის ცნობილი წყლის დამაბინძურებლები: ნიტრატები, პესტიციდები.გამოკითხულთა 90% აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ ზრუნავს საკმარისად წყლის ხარისხზე, მეტიც, მოსახლეობამ საერთოდ არ იცის თუ მათი სასმელი წყალი როდესმე შემოწმებულა ლაბორატორიაში.შესაბამისად არავინ იცოდა წყლის ხარისხის მონიტორინგი თუ ჩატარებულა ან თუ არსებობს საერთოდ.

კვლევის შემდეგ მოსწავლეებმა დაგეგმეს სოფლის რწმუნებულთან შეხვედრა.

კითხვები კვლევისთვის

1.     როგორ შეგიძლიათ შეამოწმოთ, სუფთაა თუ არა წყალი, რომელსაც იყენებთ?
იცით თუ არა, რა არის სასმელი წყლის ძირითადი თვისებები, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის?
(სისუფთავე, ქიმიური შემადგენლობა, უსუნობა და ა.შ.)

2.     მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში ყველა მოსახლეს აქვს წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე?
(დიახ/არა)

3.     იცით, საიდან მოდის თქვენი სასმელი წყალი?
(მაგალითად: მიწისქვეშა წყაროები, მდინარეები, წყალსაცავები)

4.     როგორ შეგიძლიათ შეამოწმოთ, სუფთაა თუ არა წყალი, რომელსაც იყენებთ?
(ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდებით)

5.     იცით თუ არა, რას გულისხმობს წყლის ფილტრაცია და რისთვის არის ეს საჭირო?

6.     რას ნიშნავს "წყლის მყარი ნარჩენები" და როგორია მათი გავლენა წყლის ხარისხზე?

7.     იცით, რა არის წყლის ძირითადი დამაბინძურებლები?
(მაგალითად: ნიტრატები, პესტიციდები, მიკროორგანიზმები)

8.     აქვს თუ არა თქვენს სახლში წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე?
(დიახ/არა და ალტერნატივები)

9.     იცით, როგორ უნდა შეინახოთ წყალი, რათა თავიდან აიცილოთ დაბინძურება?

10.  როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია სასმელი წყლის დაზოგვა?
(პრაქტიკული მაგალითებით)

11.  იცით თუ არა, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ წყალი თქვენს სახლში დაბინძურებულია?
(გადადუღება, ფილტრაციის გამოყენება და ა.შ.)

12.  იცით, როგორ უნდა აირიდოთ თავიდან წყლით გამოწვეული დაავადებები?
(ჰიგიენის დაცვა, წყლის ხარისხის კონტროლი)

13.  თქვენი აზრით, მთავრობა და ადგილობრივი ორგანიზაციები საკმარისად ზრუნავენ წყლის ხარისხზე?
(დიახ/არა და რატომ)

14.  სმენიათ თუ არა რაიმე პროექტის ან კამპანიის შესახებ, რომელიც მიმართულია წყლის დაცვისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე?

15.  იცით თუ არა, როგორია თქვენი რეგიონის წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგები?
(სად შეიძლება ამ ინფორმაციის მიღება)