"მცენარეთა მრავალფეროვნება ჩვენს სკოლაში"

მიმდინარე წლის დეკემბერში შალვა ბედოიძის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა ეკოკლუბის თანაორგანიზატორ პედაგოგთან ერთად განახორციელეს პროექტი, სახელწოდებით: "მცენარეთა ბიომრავალფეროვნება ჩვენს სკოლაში". 

პროექტის ფარგლებში ეკოსკოლის წევრმა მოსწავლეებმა სართიჭალის N1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული მცენარეების მოკვლევა განახორციელეს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ეზოსა და ოთახის მცენარეების მრავალფეროვნების შესწავლა. მცენარეთა იდენტიფიცირებისთვის მოსწავლეებმა სპეციალური აპლიკაცია PLANT.ID (oicture this-planet identifier)  გამოიყენეს. პროგრამის საშუალებით დაადგინეს მცენარეთა სახელწოდებები, მახასიათებლები, გავრცელების არეალი და მოვლის წესები.

შედეგად მოსწავლეებმა განივითარეს:

  • კვლევისთვის საჭირო უნარები.
  • ციფრული უნარები.
  • დაადგინეს რომელი ჯიშის მცენარეები ხვდებათ სკოლაში, ეზოსა თუ შენობის შიგნით.
  • შეისწავლეს მცენარეების თვისებები და მახასიათებლები.

სამომავლოდ მოსწავლეებმა დაგეგმეს სკოლის ტერიტორიის კიდევ უფრო მეტად გამწვანება სხვადასხვა მცენარეებით.