კომპოსტირების შესწავლა ზემო მაჩხაანის სკოლაში

კახეთში, ზემო მაჩხაანის  საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა  მხოლოდ სუფთა და ჯანსაღ გარემოშია შესაძლებელი. მუდმივად ზრუნავენ ეზოს თუ საკლასო ოთახის გამწვანებაზე.

2024 წლის  9 დეკემბერს ბავშვებმა გაასუფთავეს სკოლის ეზოში  თვითეული კლასის მინი ნაკვეთები გამხმარი ყვავილებისგან, ბალახებისგან, ფოთლებისგან და გააფხვიერეს. მოგროვილი ნარჩენები გამოიყენეს კომპოსტირებისთვის. კომპოსტი საუკეთესო ორგანული სასუქია, რომელიც  შეიძლება მივიღოთ ორგანული ნარჩენების დაშლის შედეგად. დღეს, მინერალური სასუქების ფართოდ გამოყენებისას ორგანული სასუქი დავიწყებას მიეცა. კლუბის წევრებმა შეისწავლეს   კომპოსტის დამზადების მეთოდი, მეთერთმეტე კლასის ჩართულობით სკოლის მიმდებარე ნაკვეთში დაამზადეს საკომპოსტე ნაყარი:

შეარჩიეს  დაჩრდილული ადგილი.

ხის მასალისგან დაამზადეს სპეციალური კონსტრუქცია.

ფენებად ჩაყარეს  დაქუცმაცებული  გამხმარი ყვავილი, ბალახის ფოთოლი და მიწა.

საკომპოსტე ნაყარი მორწყეს და ზემოდან დაყარეს მაკულატურა ,,საფენად’’.     

ასეთ პირობებში წარიმართება აერობოლური კომპოსტირების პროცესი. გაზაფხულზე (6 თვის შემდეგ) მიღებულ კომპოსტს გამოიყენებენ  საყვავილე მიწისთვის. ასეთ ყვავილებს ყველა კლასის ოთახში განათავსებენ.