ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ,,ბუნების ქომაგები“ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გადაწყვიტეს სკოლაში მაკულატურის შეგროვება. ამასთან დაკავშირებით გააფორმეს ყუთები, გააკეთეს წარწერები: "გაუფრთხილდი, გადაამუშავე, გადაარჩინე" და განთავსეს განსაზღვრულ ადგილას. შემდეგ მოაწყვეს პრეზენტაცია ,,გადავარჩინოთ ხეები,’’ამ აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება და მათი ჩართულობის გაზრდა მსგავს ღონისძიებებში.
,,ბუნების ქომაგებმა“ პრეზენტაციისას აღნიშნეს, რომ მაკულატურის შეგროვებით და ჩაბარებით თითოეული ჩვენთაგანი
· დაზოგავს დროსა და ენერგიას;
· შეამცირებს გარემოს დაბინძურებას;
· ინარჩუნებს ხეებს და ამცირებს ტყეების განადგურებას;
· შეამცირებს სათბურის გამონაბოლქვის გამოყოფას;
· დაზოგავს თქვენს ხარჯებს;
· აუმჯობესებს ეკონომიკას;
· შემოსავლის წყაროდ გადაიქცევა;
· აუმჯობესებს ცხოვრების დონეს.
პრეზენტატორებმა (როინ ბჟალავა, აზა ადამია) მაკულატურის შეგროვების დადებით მხარეებთან დაკავშირებით მოსწავლეებს აუხსნეს მისი შეგროვების მნიშვნელობა და დანიშნულება. ისაუბრეს, რომ დღეს მნიშვნელოვანია ქაღალდის რაციონალური გამოყენება და მისი მეორადი გადამუშავება, ასეთი ქმედებით იზრუნებენ ხის შენარჩუნებაზე, გაუფრთხილდებიან გარემოს და სთხოვეს სკოლის მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ მაკულატურის შეგროვებაში და განათავსონ შესაბამის ადგილას.
გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ახალი მონაწილეა.