საჩხერის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "სიცოცხლის ხე" 2024 წლის 3 დეკემბერს ჩაატარა გარემოს დასუფთავების სამუშაოები, სადაც ეკოკლუბის ყველა წევრი აქტიურად ჩაერთო. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა დაბინძურებულ გარემოში ნარჩენების შეგროვებასა და მათ შესაბამის ადგილზე გადატანას.
ეკოკლუბის წევრები მობილიზდნენ და დაიწყეს ნარჩენების შეგროვება. ნარჩენების უმეტესობა წარმოადგენდა პოლიეთილენის პარკებსა და პლასტმადის ბოთლებს. დასუფთავების სამუშაოები განხორციელდა მინდვრების მიმდინარე ტერიტორიაზე. ნარჩენების პარკებში შეგროვება, ნაგვის ბუნკერებში მოთავსება და გარემოს გაწმენდა ყველა მონაწილის მიერ ხალისითა და ენთუზიაზმით შესრულდა.
ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, ეკოკლუბ "სიცოცხლის ხესს" ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ეკოკლუბელებმა იციან რომ. ასეთი ღონისძიებები ეხმარება ახალგაზრდებს არა მხოლოდ გარემოს დაცვაში, არამედ პასუხისმგებლობისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობის გაგებასა და განვითარებაში.