მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯრო სკოლის ეკოკლუბი ,,რეინჯერები’’ გამოეხმაურა გლობალურ კამპანიას ,, Giving Tuesday’’ პირველი აქტივობა ,,ქველმოქმედების კვირეულის ფარგლებში ‘’ იყო სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის გაჩუქების აქცია.
Giving Tuesday არის გლობალური სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება საქველმოქმედო შემოწირულობების წასახალისებლად. ის დაარსდა 2012 წელს და ტრადიციულად აღინიშნება "შავი პარასკევის", ნოემბრის ბოლო სამშაბათს. ამჯერად ის 3 დეკემბერს აღინიშნება. ეკოკლუბელებმა აქციის ფარგლებში თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები გაახარეს.
Giving Tuesday-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს. ის გვიბიძგებს დავფიქრდეთ იმაზე, თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს და შევიტანოთ წვლილი საზოგადოებრივ კეთილდღეობაში. ეკოკლუბელებმა საინფორმაციო შეხვედრაზე საქველმოქმედო კვირეული დაგეგმეს.