დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები და მეშვიდე კლასის მოსწავლეები ჩაებნენ GLOBE-ს 2024 წლის შემოდგომის ხის კომპანიაში. ბავშვები აკვირდებიან ფოთლები როგორ იცვლის ფერს და როგორ მიმდინარეობს ფოთოლცვენის პროცესი. ეკოკლუბის მიერ შერჩეული დასაკვირვებელი სახეობებია: ლეღვი (Ficus Carica), აკაკი(Celtis) და კუნელი (Crataegus).
დასაკვირვებელი მცენარეები შეარჩიეს სკოლის მიმდებარე ტყეში. ხეები შეარჩიეს ისეთ ადგილზე, სადაც მეტ-ნაკლებად დაცულები არიან ქარისგან. დაკვირვება მიმდინარეობს კვირაში ორჯერ. ფოთლების ფერის ცვლას და ფერის იდენტიფიკაციისთვის იყენებენ სპეციალურ მცენარის ფოთლის ფერის სახელმძღვანელოს.
"სახელმძღვანელოდან ვინიშნავთ შესაბამის კოდს და შესაბამის ტექსტთან ერთად კვირაში ორჯერ ვაგზავნით ჩეხეთში. თან ვურთავთ შესაბამის ფოტოებს, რათა მოვახდინოთ შედარება თუ რა მსგავსება ან რა განსხვავებაა ჩვენს ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შორის" - გვწერენ ქვემოქედელი ეკოკლუბელები.