ქალაქ ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ანასეულის» წევრებმა 12 ნოემბერს გადაწყვიტეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად გაელამაზებინათ სკოლის ეზო. მოსწავლეებმა სახლიდან მიიტანეს სხვადასხვა ჯიშის ნერგები.
ბავშვები დიდი მონდომებით მუშაობდნენ. მათთვის მცენარეების დარგვა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ხაზს უსვამს ბუნების დაცვის მნიშვნელობას და გარემოს შესახებ სწორი აზროვნების საჭიროებას.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მოცემული აქტივობა და გადაწყვიტეს სხვა დროსაც ჩაერთონ ეკოკლუბის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში.