დასუფთავების აქცია სურამში ხანდაზმულების დასახმარებლად

ხანდაზმულთა დახმარება დაბა სურამის მეორე სკოლის ეკოკლუბის ტრადიციად იქცა. ეკოკლუბ ,,მწვანე ხელების" ინიციატივით, მეშვიდე კლასელებთან ერთად მოსწავლეები ესტუმრნენ ხანდაზმულ ქალს, მათი სკოლის ყოფილ პედაგოგს მერი ტეფნაძეს, რომელიც მარტო ცხოვრობს და შესთავაზეს დახმარებოდნენ ეზოს დალაგებაში

ქალბატონი მერი სიამოვნებით დათანხმდა კლუბის ინიციატივას. აქტივობას  შეუერთდნენ სკოლის სასწავლო ნაწილი და სკოლის ბიბლიოთეკარი. ბავშვები ხალისით შეუდგნენ ეზოს დალაგებას, დაფოცხეს, დაგავეს, ძალიან ბევრი ნაგავი დააგროვეს და ქუჩაში ნაგვის ბუნკერში გაზიდეს.

"ბოლოს მერი ბებომ სუფრა გაგვიშალა, ხილით და ტკბილეულით  გაგვიმსაპინძლდა. ძალიან გემრიელი იყო ამ საოცრად კეთილი ქალბატონის თბილი ხელებით დამზადებული ტკბილეული. გავახარეთ მასპინძელი და ჩვენც საოცარად კმაყოფილები დავრჩით. ამ ტრადიციას აუცილებლად გავაგრძელებთ და შევუმსუბუქებთ სხვა ხანდაზმულს საშემოდგომო საქმიანობას"  - ამბობენ სურამელი ეკოკლუბელები.