გამწვანების აქცია სოფელ შულავერში

რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ "გამონათების" წევრები კვლავ აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებზე მიმართულ აქტივობებზე მუშაობას.

კლუბის წევრებმა სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად პროექტის ფარგლებში სკოლის ეზოში მოაწყვეს გამწვანების აქცია. შეიძინეს 10 კვიპაროსისა და 5 მარადმწვანე ბუჩქის ნერგები, წინასწარ 2 დღის განმავლობაში მოამზადეს ორმოები და მიიტანეს უკეთესი მიწა. დარგვის პროცესში ეხმარებოდათ სპორტის მასწავლრბელიც. დარგვის შემდეგ კარგად მორწყეს თითოეული ნარგავი.

გამწვანების აქციაში მონაწილეობას დაბალი კლასის მოსწავლეებიც იღებდნენ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ეკოკლუბელების აზრით, სწორედ უმცროსკლასელებმა უნდა ისწავლონ გარემოს გაფრთხილება,  თიოეულ ძველ თუ ახალ  ნარგავზე ზრუნვა და მოფრთხილება.