ახალგაზრდები ირჩევენ ევროპას!

რას ნიშნავს ჩემთვის ევროპა? ამ თემაზე საინტერესო ლექცია ფრიდონ თურმანიძის სახელობის მერისი საჯარო სკოლის ეკოკლუბ "დედამიწის მცველები"  მოსწავლეებს ლადო აფხაზავამ საინტერესო  ლექცია გაკვეთილი ჩაუტარა.

აქტივობა თავისუფალ სივრცეში ჩატარდა, სადაც უამრავი საინტერესო ფრაზა და აზრი გაჯღერდა. იყო დისკუსია თამაში და საინტერეს თეზისები. მოსწავლეები ერთხმად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ევროპა არის ადამიანად ყოფნის, ადამიანურად ცხოვრების შანსი, რომელიც უსაქმურობით არ მოდის. ეს არის ყოველდღიური ქმედება, რომელიც გვაძლევს ჩვენი თავის რეალიზაციის შანსს,  სტაბილურ დაცულობას და მატერიალურ მდგომარეობას. ჩვენ აქამდე ყველაფერი ერთად გვინდოდა და ვღებულობდით არაფერს, რადგან როგორც სახლს სჭირდება ფუნდამენტიდან შენება, ასევეა ქვეყანა.

ევროპა მზად არის გვასწავლოს შენება, მზად არის დაგვეხმაროს შენებაში,  ჯერი ჩვენზეა. უნდა გადავწყვიტოთ და რომ ეს ჩვენი უკეთესი არჩევანია! შეხვედრას მოჰყვა მრავალი საინტერესო კითხვა და დისკუსია.