მშვიდობის სიმბოლოდ ქცეული აფხაზურ-ოსური სამზარეულო

აფხაზურ-ოსური სამზარეულო"- ასეთი პროექტი განახორციელა ქალაქ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდულმა ჯგუფმა "სოხუმი" და ეკოკლუბ "ეკოჰაბის" წევრებმა. ღონისძიება ეძღვნებოდა მშვიდობის საერთაშორისო დღეს. ღონისძიება გახსნა სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ. მან ისაუბრა კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" / Cultural-Humanitarian Fund "Sukhumi"თან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ საინტერესო აქტივობებზე და წარმატებები უსურვა პროექტის მონაწილეებს.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს აფხაზური და ოსური ტრადიციული კერძები, რომლებიც მშვიდობის სიმბოლოდ იქცა, რადგან თითოეული კერძი აერთიანებდა სხვადასხვა რეგიონებისა და კულტურების ელემენტებს. ამ ფორმით, ახალგაზრდებმა არა მხოლოდ სამზარეულოს მეშვეობით გააცნეს თანატოლებს აფხაზური და ოსური ტრადიციები, არამედ მშვიდობისა და თანხმობის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.

ღონისძიებას დიდი ემოციური დატვირთვა ჰქონდა. კერძების მომზადება და მათი ერთად დაგემოვნება საერთო მოტივაციას ქმნიდა, რათა ახალგაზრდები უკეთ ჩასწვდომოდნენ ურთიერთგაგების ძალას და გააცნობიერებინათ, რომ მრავალფეროვნებაშია სიძლიერე.