ქალაქ თბილისის #137 საჯარო.სკოლა უკვე მესამე წელია აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვით საკითხებთან მიმართებაში სხვადასხვა ღონისძიებებში. მათ შორის აქტიურად თანამშრომლობს კომპანია "ტენესთანაც". შარშან "ტენეს" სასკოლო კონკურში პირველი ადგილიც კი მოიპოვა ყველაზე მეტი ლლასტმასას ნარჩენების შეგროვებასა და ჩაბარებისათვის.
ახლაც გრძელდება ეს პროცესი. სკოლის წარმომდგენლები, მასწავლებლები, ბავშვები, მშობლები თუ თემის მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად ახდენს პლასტმასის მოტანას სკოლაში. მეტიც სკოლის ეზოში ერთ-ერთი წყნეთის მცხოვრები ასაწყობებდა პლასტმასას დაზიანებულ ყუთება. საკმაო რაოდენობის მოგროვების შემდეგ კი მოხდა დაკავშირება კომპანიის წარმომადგენელთან.
9 ოქტომბერს ეკოკლუბელებმა სკოლის სხვა მოხალისე მოსწავლეების დახმარებით, 240 კილოგრამი საყოფაცხოვრებო და დაზიანებული პლასტმასის ყუთები გაატანეს "ტენეს".