ადიგენის სოფელ არალის სკოლის ეკოკლუბელებმა ეკლესიის ტერიტორია დაასუფთავეს

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსის ფარგლებში, დასუფთავების მსოფლიო დღის  მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო  ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლის  ეკოკლუბ ,,მწვანე მომავლის’’ წევრები და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, რომელიც ემსახურებოდა მდგრადი განვითარების მე-15   მიზანს:  დედამიწის ეკოსისტემები.

 

ამ დღემ კიდევ ერთხელ გაახსენა ეკოკლუბის წევრებს  გარემოზე ზრუნვის ყოველდღიური აუცილებლობა, სისუფთავის დაცვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით მოსწავლეების კიდევ უფრო ჩართვა.

 აქციის ფარგლებში, ეკოკლუბის წევრებმა, ხელმძღვანელის ნინო კაჭკაჭაშვილთან  ერთად ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. ეკოკლუბის წევრებს  ასევე განემარტათ თუ რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენს გარემოსთვის და რა ქმედებებია აუცილებელი პრევენციის კუთხით. დასუფთავებული ნარჩენები სანაგვე ურნაში მოათავსეს, რომელიც ხელს შეუწყობს  ნიადაგის  სისუფთავის შენარჩუნებას და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის  დაბინძურებისგან დაცავს.