თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ხელოვნური ინტელექტი განიხილეს

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში - ამ თემაზე სასაუბროდ ქართულ-ამერიკულ სკოლას 11 ოქტომბერს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი, სანდრო ასათიანი სტუმრობდა. ტექნოლოგიების ექსპერტმა ეკოკლუბის ევრ მოსწავლეებს დეტალურად აუხსნა როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამოვიყენოთ ChatGPT, Claude AI, Microsoft Copilot და სხვა AI ასისტენტები.
სტუმარმა პრაქტიკული მაგალითებიც წარმოდგინა თუ როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება ამ ინოვაციით და როგორ შევასრულებინოთ ხელოვნურ ინტელექტს დავალებების ფართო სპექტრი. შეხვედრისას მეხუთე კლასელებმა საკუთარი წარმოსახვით დამხმარე მომავლის რობოტები დახატეს, სხვადასხვა ტიპის ფუნქცია მიანიჭეს და სტუმარს წარუდგინეს.
ხელოვნური ინტელექტი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ტრანსფორმაციული ტექნოლოგიაა, რომელიც 2023 წელს ფართო საზოგადოებისათვის გახდა ხელმისაწვდომი. AI-ს ნებისმიერი სირთულის მექანიკური და რუტინული დავალების შესრულება ადამიანებზე სწრაფად და ეფექტიანად შეუძლია, რაც საგანმანათლებლო სივრცეში რესურსების დაზოგვის და ხარჯების შემცირების უდიდეს შესაძლებლობას იძლევა