20 სექტემბერი გარემოს დასუფთავების მსოფლიო დღეა. იგი 1993 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით დაფუძნდა და მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას.
აღნიშნული დღის მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვას საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწავანე მომავლის" წევრები. მათ სკოლის ეზოს და ცენტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქცია ემსახურებოდა მე-15 მიზანს - "დედამიწის ეკოსისტემები".
ამ დღემ კიდევ ერთელ გაახსენა ეკოკლუბის წევრებს გარემოზე ზრუნვის ყოველდღიური აუცილებლობა, სისუფთავის დაცვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა. მოსწავლეები სამუშაოს დიდი მონდომებითა და ძალისხმევით ასრულებდნენ, რადგან იციან, რომ გარემოზე ზრუნვა ყველა ჩვენთაგანის ვალია.