თბილისის დემეტრე უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლაში, ეკოკლუბის წევრებისა და თვითმართველობის ორგანიზატორობით ჩატარდა საგანამანათლებლო კონფერენცია თემაზე ,,საქართველო და ევროპა". მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი თემები და პრეზენტაციები. განსაკუთრებით ვრცლად განმარტეს ევროკავშირის მიზანი, რომ ხელს უწყობს ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამ გზით ეხმარება ქვეყნებს, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილონ.
კონფერენციის მსვლელობისას მოსწავლეები აქტიურობდნენ, დაუსვეს ერთმანეთს კითხვები, საინტერესოდ პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს, იმსჯელეს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიურ გაერთიანე ბაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე, დემოკრატიაზე და სხვა ევროპულ ღირებულებებზე.
მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებია. მათი აზრით, საქართველომ გააკეთა სტრატეგიული არჩევანი - ევროკავშირთან გაერთიანება და ევროპა ჩვენი ქვეყნის მდგრად ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარებისათვის უპირობო მიმართულებას წარმოადგენს.