ხელნაკეთი ნივთების გაყიდვის საქველმოქმედო აქცია ჭიათურის სოფელ წირქვალის სკოლაში

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,მწვანეების’’ მოსწავლეებმა 15 მაისს დაგეგმეს და განახორციელეს საქველმოქმედო აქცია. ეკოკლუბელებმა საქველმოქმედო აქციამდე, სკოლის თვითმართველობასა და სამოქალაქო კლუბი ,,აისის,, წევრებთან ურთიერთანამშრომლობით არაერთი ხელნაკეთი ნივთი შექმნეს.

მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქციაზე გაიტანეს როგორც ნახატები, ქოთნის ყვავილები და სხვადასხვა ხელნაკეთობები ,ასევე  პოლიეთილენის ბოთლებისგან დამზადებული  ყვავილები და საყვავილეები. მოსწავლეებს გათავისებული აქვთ მდრადი განვითარების მიზნის მიღწევის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები მათი აზრით  შეამცირებს იმ პრობლემებს, რომელიც გამოწვევა არის დღეს მსოფლიოში.

სკოლის ფოიეში  მოწყობილ  საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვაში აქტიურად ჩაერთო სასკოლო საზოგადოება -  მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. შემოსული თანხით ეკოკლუბის მოსწავლეებს დაგეგმილი აქვთ რამოდენიმე საქველმოქმედო აქტივობის განხორციელება.