იმერეთის ტყეკაფებში გამოყოფილი შეშის მოცულობა მთლიანად ათვისებულია

იმერეთის რეგიონის სატყეო დეპარტამენტში შემაჯამებელი რაიონული შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაში მონაწილეობა "სენის" რეგიონალურმა კოორდინატორმა იმერეთის რეგიონში, მაია კეზევაძემაც მიიღო.
შეხვედრას სულ რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა. განხილულ იქნა საჯარო ინფორმაცია, თუ რამდენი კვადრატული მეტრი შეშა მოიხმარა თითოეულმა რაიონმა, რამდენი ადამიანი დაჯარიმდა და რამდენი შეშა გაიცა სოციალუარდ დაუცველ მოსახლეობაზე.
ავღსანიშნავია, რომ იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს იდენტური პრობლემები აწუხებს. შეშა რომელიც გამოიყო სოციალურად დაუცველებისათის – არასაკმარისი რაოდენობისაა და არის ოჯახები, რომლებიც ზამთარში რჩებიან ყოველგვარი გათბობის გარეშე.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წელს იმატა არაკანანონიერმა ქმედებებმა და საბოლოო ჯამში დაჯარიმდა 730 ადამიანი.
იმერეთში 2015 წელს სულ გამოყოფილი იყო 116 000 კუბ.მეტრი შეშა და ამჟამად ეს მოცულობა მთლიანად ათვისებულია.
1