ამერიკაში ტყის საფარი 380 პროცენტით გაიზარდა

FAO-ს ინფორმაციით, ამერიკაში ტყის საფარი გაიზარდა. თუკი 1920 წლის მონაცემებს შევადარებთ, ტყე 380%-ით არის გაზრდილი. ცვლილება მნიშვნელოვანია გადაშენების საშიშროების წინაშე მდგარი ცხოველებისთვის. შესაძლოა, ეს მათი შენარჩუნების გზა აღმოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ დედამიწის ტყის საერთო ფართობის 8 % სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.