ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ტყაშმაფას" წევრებმა გასულ შემოდგომაზე მასწავლებლების ხელმძღვანელობით დააკალმეს და ჩარგეს ქოთნის ყვავილები, რომლებიც მოათავსეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტში და მთელი ზამთრის განმავლობაში სისტემატიურად უვლიდნენ.
ბავშვების დარგული თითქმის ყველა ნარგავი გაიზარდა და გაიფურჩქნა. გამოფენა - გაყიდვის წინა დღეებში ეკოკლუბელებმა მოიძიეს თითოეული ყვავილის სახეობაზე ინფორმაციები და მათი მოვლის წესები, რათა მყიდველებისთვის მცენარეები უკეთ შეეთავაზებინათ.. ასევე, ყველა ქოთანს მიაკრეს სახელები და გაამზადეს გასაყიდად.
2 მაისს სკოლის ეზოში მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც აქტიურად ჩაერთო როგორც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე მშობლები და სოფლის მოსახლეობა. სულ გაიყიდა 300 ლარამდე თანხის ყვავილი. შემოსული თანხით ეკოკლუბის წევრებს დაგეგმილი აქვთ რამოდენიმე საქველმოქმედო აქტივობის განხორციელება.