ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლაში ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში, ისტორიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებმა ეკოკლუბელებთან ერთად დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით განახორციელეს პროექტი, რომლის მიზანი იყო სოფელში არსებული უპატრონო საფლავებისა და მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა-დასუფთავება.
სკოლის დირექტორის დახმარებით შეძენილი იქნა საჭირო ნივთები: ხელთათმანები, ერთჯერდი ნაგვის პარკები, მაკრატელი, თოხი და ა.შ. პროექტის ხელმძღვანელები და ეკოკლუბის წევრები გაემართნენ სოფლის სასაფლაზე. გასაწმენდად შერჩეული იქნა, ამავე სკოლის ღვაწლმოსილი გარდაცვლილი პედაგოგის გ. ჩაკვეტაძის საფლავი. მასწავლებლები და მოსწავლეები საქმეს მონდომებით შეუდგნენ და ასევე ერთობლივად დაგეგმეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე უპატრონო საფლავის გაწმენდა-დასუფთავება.
კლუბის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ სააღდგომოდ მოინახულებენ სოფლის მარტოხელა მოხუცებს და მათ მცირე ნობათსაც გადასცემენ.