26 აპრილს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტს სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ვიოლენტის’’ წევრების და სასკოლო საზოგადოების ინიციატივით, მოხალისეობრივი პროექტი "ეს ყველას ეხება" სასაფლაოს ეზოს დასუფთავების აქცია გაიმართა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
აქციის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. აქციის მონაწილეებს ასევე განემარტათ თუ რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენს გარემოსთვის და რა ქმედებებია აუცილებელი პრევენციის კუთხით.
ეკოკლუბის წევრები მადლობას უცხადებენ პროექტში ჩართულ თითოეულ მოსწავლეს, სკოლის თანამშრომლებს და თვითმართველობის წარმომადგენელს.