მძიმე მეტალები ჩვენს ირგვლივ

ოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ედელვაისის“ ინიციატივით და ორგანიზებით მიმდინარე სასწავლო წლის 16 აპრილს  გაიმართა კიდევ ერთი მოსწავლეთა კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. კონფერენციის თემა იყო „მძიმე მეტალები ჩვენს ირგვლივ“. ყველა გამომსვლელის მოხსენება იყო ძალიან საინტერესო, აქტუალური და პრაქტიკული. რაც მთავარია, მოსწავლეებმა მოახდინეს ქიმიასა და ბიოლოგიაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი და ის დაუკავშირეს გარემოსდაცვით საკითხებს. კერძოდ, მათ ისაუბრეს მძიმე და ტოქსიკური მეტალების თვისებებზე, გარემოს მძიმე მეტალებით დაბინძურების ძირითად წყაროებზე და აღნიშნეს, რომ ის ძირითადად გამოწვეულია ანთროპოგენური ფაქტორებით ( მადნეულის მოპოვება და დამუშავება, ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები, მჟავა წვიმები, ურბანულ-ინდუსტრიული ჩამდინარე წყლები, თბოელექტროსადგურების ემისია, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ნაგავსაყრელები და სხვა). ისაუბრეს, რა გავლენას ახდენს მძიმე მეტალების ზდკ-ზე მეტი რაოდენობით დაგროვება  ცოცხალ ორგანიზმებში და საერთოდ გარემოში.

მომხსნებლებმა აღნიშნეს იმ დაავადებების შესახებ, რომელიც გამოწვეულია მძიმე და ტოქსიკური მეტალების დაგროვებით; მსმენელებს გააცნეს რამდენიმე პრაქტიკული რჩევა: მაგალითად, როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი კოსმეტიკა, რა უნდა ვიცოდეთ სურსათსა და მშენებლობაში გამოყენებული მეტალების შესახებ; როგორ განვდევნოთ ორგანიზმში დაგროვილი ტოქსიკური მეტალები; რა გზებით და რა ფორმით ხვდება ჰაერში ეს მეტალები, როგორია პრევენციული ღონისძიებები.  

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მინამატას დაავადებაზე და შესაბამისად მინამატას კონვენციაზე. აღნიშნეს ის ძირითადი საკითხები, რომელიც ამ კონვენციაშია გადმოცემული: ტოქსიკური მეტალები არა მხოლოდ ნიადაგში და წყალში ხვდებიან, არამედ ჰაერშიც. ვერცხლისწყლით გარემოს დაბინძურება ხდება ძირითადად ოქროს მცირე კუსტარული საწარმოებით და თბოელექტროსადგურებით. ასევე აღინიშნა ის გარემოებაც, რომ მინამატას კონვენციას შეუერთდა საქართველოც.

https://www.youtube.com/watch?v=f95Js8INwiY

 

ნიკო კეცხოველის სახელობის  სასკოლო კონკურსი - 2024

აქტივობა : კონფერენცია  „მძიმე მეტალები ჩვენს ირგვლივ“

 

მდგრადი განვითარების მიზნები: ,,ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა“

,,ხარისხიანი განათლება“

                                                                                                                                                                      1.03.2024

N

თემის დასახელება

მომხსენებელი

პედაგოგი

1

მძიმე მეტალების გავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე

რუსუდან ხურციძე

11/4 კლასი

მ. ჭეიშვილი

2

მძიმე მეტალებით გამოწვეული დაავადებები

მარიამ ბასილაძე, ლილე გუმბერიძე, მარიამ კუხალაშვილი-11/ბ კლასი

მ. რუსაძე

3

მძიმე მეტალები სურსათში

ლიკა ბაქრაძე, ანა მიქაბერიძე-11/ბ კლასი

 

4

მძიმე მეტალები  და კოსმეტიკა

მარიამ ავალიანი

თამუნა ხურციძე

ნათია ყურაშვილი-11/ბ კლასი

მ. რუსაძე

5

მძიმე მეტალები მშენებლობაში

მარიამ თევდორაძე, თეკლა ვაშაკიძე, მარიამ კუჭუხიძე-11/ა კლასი

მ. რუსაძე

6

მძიმე მეტალები წყალში

ნინი კუხიანიძე, ანამარია გიორგაძე 11/გ კლასი

მ. რუსაძე

7

მძიმე მეტალები და გარემოს (ნიადაგი, ჰაერი) დაბინძურება

ელენე ნიჟარაძე

ნინი ხარაიშვილი

11/ა კლასი

 

მ. რუსაძე