ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურას საჯარო სკოლის ეკოკლუბელების მორიგი აქტივობა ჩატარდა 21 აპრილს. "ბახვი ჰესი 1"-ის წარმომადგენლებთან ერთად სკოლის ტერიტორიაზე დაირგო 12 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი.
მოსწავლეებმა დაწერეს პროექტი სახელწოდებით "ბუნების სადარაჯოზე", რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ტერიტორიის გამწვანებას. აღნიშნული პროექტი გააცნეს "ბახვი ჰესი 1"-ის წარმომადგენლებს, რომლებმაც დააფინანსეს პროექტში მოთხოვნილი ნერგის სახეობები. ეკოკლუბელებმა სკოლის ტერიტორიაზე დარგეს ნეკერჩხლის, ფიჭვის, ცაცხვის და კედარის ნერგები, მათი ინიციატივით თითოეულ ნერგი თავიანთი სახელობისაა. მათი მიზანია ყოველწლიურად მოაწყონ მსგავსი აქტივობა და სოფლის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარგონ ნერგები. ასევე, აჩვენონ მაგალითი თავიანთ თანატოლებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამწვანება ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. ეკოკლუბელები თავად მოუვლიან ნერგებს. აღნიშნულ აქტივობაში ჩართული იყვნენ მშობლებიც.
ჩხაკოურას სკოლის მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული აქტივობები, ყოველწლიურად უნდა ტარდებოდეს საქართველოს ყველა კუთხეში. მწვანე გარემო სასრგებლოა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე, შეამცირებს სტიქიურ მოვლენებს დედამიწაზე, როგორიცაა მეწყერი, ეროზია, ზვავი და ღვარცოფი.