მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე მებრძოლების" წევრების მეურნეობით ტელეკომპანია "რუსთავი 2" კერძოდ "დილამშვიდობისა საქართველო" დაინტერესდა და გადაიღეს საინტერესო სიუჟეტი.
"ეს გადაღება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკოკლუბის ბავშვების საქმიანობისთვის რადგან აქამდე თემმა და რაიონმა იცოდა ჩვენი მეურნეობის შესახებ და ახლა კი მთელმა საქართველომ გაიგო თუ რაოდენ საქმიანი და მონდომებული მოსწავლეები არიან. ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ნამდვილად შესაძლებელია ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა" - ამბობენ აფენის N1 სკოლის ეკოკლუბში.
სოციალურ ქსელებში აღნიშნულ სიუჟეტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა მოიწონა ბავშვების ინიციატივა, მონდომება რომელიც კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა ეკოკლუბის მოსწავლეებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ამ ინიციატივას და შრომას ეყოლება შემფასებელი და სამომავლოდ სხვა სკოლებიც მიბაძავენ.