ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ფესვების" ინიციატივით 2024 წლის 15 აპრილს ჩატარდა გამწვანების აქცია: ,,მეტი მწვანე სივრცე სკოლაში". ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს სკოლის შესასვლელში მოეწყოთ ხეივანი დეკორატიული ბუჩქებისა და წიწვოვანი მცენარეებით.
ეკოკლუბელების ინიციატივას გამოეხმაურნენ სკოლის მოსწავლეები და მშობლები. მშობლებმა საჩუქრად გადასცეს სკოლას ნერგები, ეკოკლუბელებმა მიიღეს რჩევები ბიოლოგიის მასწავლებლისგან, თუ როგორ მოემზადებინათ ნიადაგი, რომელი ორგანული სასუქი იყო საჭირო, როგორ მოუარონ ახალდარგულ ნერგებს და.შ.
ამ აქციის შედეგად ჩხორიის სკოლის მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქტიურად ჩაერთონ გარემოს დაცვის ღონისძიებებში. აქციის მიზანი იყო გარემოზე ზრუნვა, ბუნების დაცვა, ჯანმრთელი გარემოს შექმნა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.