ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის ეკოკლუბ "ბუნების მცველების" წევრმა მოსწავლეებმა, მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად მორიგი აქტივობა განახორციელეს პროექტის - "გადავარჩინოთ გარემო მავნე ნარჩენებისგან " ფარგლებში, რომლის მიზანი იყო შეგროვილი მეორადი საბურავებისგან როგორც ნარჩენის სასარგებლოდ გამოყენება, საყვავილეების დამზადება და წვლილის შეტანა გარემოში ნარჩენების შემცირებასა და მის ეფექტურად გამოყენებაში.
მოსწავლეებმა, სკოლის ეზოში დირექციის მხარდაჭერით შეარჩიეს სასურველი ადგილი, სადაც დაალაგებდნენ საბურავებ და შემდეგ გაინაწილეს საქმიანობები.
წინა დღით, მოსწავლეების ნაწილმა საბურავები შეღება თეთრ და ყვითელ ფერებში, ხოლო მეორე დღეს, მათთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი, ქეთევან ციქუბაძე, თავის სადამრიგებლო - მეექვსე კლასთან ერთად.
უკვე გამშრალ საბურავებში ჩაყარეს მიწა და მშობლებისგან გამოტანებული სხვადასხვა ჯიშის ყვავილის ბოლქვები ჩათესეს. მოსწავლეები თავდაუზოგავად შრომობდნენ. მუშაობის პროცესი იყო საინტერესო და ნაყოფიერი და რაც მთავარია, ბავშვები კმაყოფილნი დარჩნენ საკუთარი საქმიანობით.