მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "გამონათებისა" და სამოქალაქო კლუბ "თემიდას" წევრებმა გადაწყვიტეს ადვოკატირების კამპანია აწარმოონ საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად.
მარეთის საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს კლუბის წევრებმა აღმოაჩინეს რამდენიმე წლის უკანონო ნაგავსაყრელი. მოსწავლეები თვითონაც ატარებენ დასუფთავების აქციებს, მაგრამ აქ იმდენი ხნის ნარჩენია დაყრილი, მოიფიქრეს, რომ დახმარებისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერისთვის მიემართათ წერილობითი განცხადებით, რომელშიც ხსნიდნენ უკანონო ნაგავსაყრელის მავნე ზემოქმედებას ადამიანისა თუ ყველა ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, ცალკე აღწერდნენ ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების უარყოფით შედეგებზე.
ეკოკლუბელებმა წერილიც დაარეგისტრირეს და პირადადაც შეხვდნენ მერს და მოსწავლეებმა არამარტო მერს, ბატონ ქენან ომაროვს ესაუბრნენ, არამედ მერის პირველ მოადგილესაც, ბატონ როინ დეკანოიძეს და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ამირან გიორგაძესაც.
მოსწავლეებმა გააჟღერეს კიდევ ერთი თხოვნაც: დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ხე-მცენარეების ნერგებით დახმარება სკოლის ეზოსთვის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსწავლეებს პრობლემის უახლოეს პერიოდში გადაწყვეტას შეპირდნენ.