28 მარტს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპლიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,მაგნოლიას'' წევრებისა და მე-6 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გამწვანების აქცია ჩატარდა.
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის (ლეილა ნიკოლაიშვილი) ინიციატივით ბავშვებმა სახლიდან მიიტანეს სხვადასხვა ხეხილისა და მარადმწვანე მცენარეების ნერგები. წინასწარ მომზადებულ და გასუფთავებულ ადგილას სკოლის შემოსასვლელ სივრცეში ჩარგეს მარადმწვანე მცენარეები, ხოლო ხეხილი დარგეს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ეკოკლუბელებმა წინასწარ რჩევები ბიოლოგიის მასწავლებლიდან მიიღეს, თუ როგორ მოგვემზადებინა ნიადაგი, რომელი ორგანული სასუქი იყო საჭირო, როგორ მოუარონ ახალდარგულ ნერგებს, როდის შეათეთრონ და სხვა.
ლიხაურელი ეკოკლუბელები მიიჩნევენ, რომ მწვანე, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხეების დარგვა ამცირებს ატმოსფეროში არსებულ ნახშირბადის დიოქსიდს და სხვა სითბური აირების დონეს და შესაბამისად გლობალური დათბობის რისკებს.