ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუირს სკოლის ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრების - ანანო პაპავას და დავით პაპავას (ისინი სათათბიროს წევრებიც არიან) თანაინიციატივით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალდაზრდულ სათათბიროსთან ერთად მოაწყვეს შეხვედრა ვეტერინარ ქეთევან ჯალაღონიასთან მუნიციპალიტეტში ცხოველთა უფლებების დაცვის მდგომარეობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით.
ახალგაზრდების დაინტერესება გამოიწვია იმ რეალობამ, რომ საკმაოდ მომრავლდნენ ე.წ. მაწანწალა ძაღლები და კატები.ისინი ყველგან არიან ქალაქის ქუჩებში, სოფლებსა და სკოლის ეზოებშიც კი. ასევე აინტერესებდათ შინაურ ცხოველებზე საკმაოდ ხშირი დაავადებების წინააღმდეგ თუ ტარდება პრევენციები.
ვეტერინარმა კითხვებზე ამომწურავად უპასუხა. მან განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში არ არსებობს მიტოვებული ცხოველების თავშესაფარი, მაგრამ არის ასეთების აცრების შემთხვევები, თუმცა ამას არა აქვს პერნამენტული ხასიათი.რაც შეეხება შინაურ ცხოველების დაავადებებს, წინა წლებში უფრო აქტიური იყო დაავადებათა პრევენციის მხრივ აცრები, რაც ამ ბოლო ხანებში იშვიათია.
ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ახალგაზრდები, რომ მდგომარეობა არასახარბიელოა და საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები. მაგალითად, სპონსორების მოძიება და მინითავშესაფრების გაკეთება, რომელიც ასევე იფუნქციონირებს შემოწირულობებით.