ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მნიშვნელოვანი თარიღი - 21 მარტი შემოქმედებითი აქტივობით აღენიშნათ, ამისთვის მათ წინასწარ დაიწყეს მომზადება. ეკოკლუბის წევრების აზრით მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ისინი ხაზს გაუსვამდნენ არა მხოლოდ მცენარეებს და ხეებს არამედ იმ ორგანიზმებს, რომლებიც ტყის ეკოსისტემის ფასდაუდებელ წევრებს წარმოადგენენ. მათ მოიიძიეს სხვადასხვა მასალები და ნარჩენებით შექმნეს ტყის ეკოსისტემის წევრთა ამსახველი ნივთები: ბალახის, ბუჩქის, ყვავილების, მელას, მგლის, მტრედის, სოკოს და ა.შ. ამავე დროს ფორმატებზე აღნიშნეს წარწერები : "21 მარტი ტყის საერთაშორისო დაცვის დღეა", "ჩვენ გვინდა სიცოცხლე", "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით", "ტყე - ეკოსისტემის ხერხემალი", "21 მარტს გილოცავთ"...
პარალელურად მოიძიეს სხვადასხვა ცხოველთა ფორმები, რომლებშიც გამოეწყვნენ თვითონ ეკოკლუბის წევრები და 21 მარტს გამართეს მსვლელობა მ. კოსტავას ქუჩაზე და სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე ბაღში. მსვლელობისას, ეკოკლუბის წევრები შემხვედრ მოქალაქეებს ურიგებდნენ ბუკლეტებს მდგრადი განვითარების მე-15 მიზანთან დაკავშირებით.
ეკოკლუბის წევრები და სკოლის სხვა მოსწავლეები დიდი ხალისით ღებულობდნენ მონაწილეობას ამ საგაზაფხულო კარნავალში ტყის დაცვის დღესთან დაკავშირებით. იღებდნენ ბავშვებთან ერთად სურათებს, უცხოელ ტურისტებთან ერთად და მათ ნიღბებს ჩუქნიდნენ.
აღმოჩნდა, რომ შემთხვევით ერთ-ერთი ბუკლეტი ეკოწევრებმა მიაწოდეს TV მონიტორინგის თანამშრომელს, რომელიც დაინტერესდა, თუ რას ეძღვნებოდა ეს კარნავალი და გადაიღეს მათზე სიუჟეტი. ეკოწევრებმა საზოგადოებას გააცნეს თავისი თავი და ცნობიერება აუმაღლეს.
იხილეთ სიუჟეტი: https://www.youtube.com/watch?v=Gb0XH8LDbno
იხილეთ ეკოკლუბის წევრების მიერ გადაღებული ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=ojl7_U87TNI