საჩხერის სოფელ სარეკის სკოლის ეკოკლუბელებმა მდინარე ჯრუჭულას ხეობა დაასუფთავეს

როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში ეკოკლუბელებთან ერთად სკოლის მოსწავლეებმა 2024 წლის 18 მარტს ჩაატარეს მდინარე ჯრუჭულის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია. 

მდინარე ჯრუჭულა სკოლიდან სამ კილომეტრშია და მასთან ახლოს გადის რაჭის გზა. ამ მდინარის ნაპირები გამუდმებით ბინძურდება, როგორც ადგილობრივი ისე გამვლელი მოსახლეობის გამო. არადა მდინარეს ტურისტული დატვირთვაც აქვს, მისი ხეობა ულამაზესი სანახავია და ჯრუჭის მონასტერიც მას დასცქერის. აქციაში მონაწილეობა მოსწავლეებთან ერთად გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებმაც მიიღეს. 

დაბინძურება უამრავ სავალალო შედეგს იწვევს,  იღუპება ეკოსისტემა, რომელიც წყლით საზრდოობს, დაბინძურებული გარემო იზიდავს უამრავ შხამიან მწერს, ქვეწარმავალს, ხშირია ინფექციები ხალხში, რომლებსაც ხშირი კონკაქტი აქვთ დაბინძურებულ წყლის რესურსთან.  მდინარეები და ზოგადად წყლის რესურსები ისევ და ისევ  საზოგადოების უდიერი ქცევის გამო ბინძურდება, ამიტომაც მოსწავლეები შეეცადნენ შეძლებისდაგვარად გაესუფთავებინათ მდინარის მიმდებარე ტერიტორია, რათა თავიდან აიცილონ სავალალო შედეგები.