თბილისის 126-ე სკოლის ეკოკლუბის კვლევა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით

ატმოსფერო, დედამიწის ირგვლივ არსებული ჰაერის გარსია, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული აირებისგან და ფენებისგან შედგება.  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მობილური წყაროა სხვადასხვა სატრანსპორტო და მოძრავ-მექანიკური საშულებები. დღეს როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და მათ შორს ჩვენი ქვეყანაც, განსაკუთრებით კი  დედაქალაქი თბილისი მწვავე ეკოლოგიურ პრობლემების წინაშე დგას. მთავარმა დამაბინძურებელმა  ფაქტორებმა, როგორიცაა სინთეთიკური საწვავის მოხმარება, გამონაბილქვის რაოდენობის მომატება, აქტიურმა მშენებლობამ, გლობალურმა  დათბობამ,  სტიქიური მომატების რისკფაქტორები  გაზარდა ჩვენს ქალაქშიც.

სწორედ ამ მიზნით  თბილისის N126 სკოლის გეოგრაფიის კლუბი ,,ახალგაზრდა მკვლევარები” იმყოფებოდნენ  გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სადაც მოინახულეს,  ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სისტემებირომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინდიკატორული გაზომვის სტანდარტებზეა დაფუძნებულიმისი დახმარებით  შესაძლებელი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი საფრთხეების აღმოფხვრა.  სადგურების მეშვეობით იზომება ძირითადი დამაბინძურებელი: მტვრის მყარი ნაწილაკები  (PM10 და PM2.5[2]), აზოტის დიოქსიდი  NO2[3]; მიწისპირა ოზონი  O3, გოგირდის დიოქსიდი  SO2 და ნახშირბადის მონოქსიდი  CO. 

კლუბის წევრებს საშუალება მიეცათ  გარემოს ეროვნული სააგენტოს წამყვანი სპეციალისტებისგან მოესმინათ  ლექცია-სემინარი  თბილისში ჰაერის დამაბინძურებელ ფაქტორებთან დაკავშირებით.  გამოიკვეთეს  უბნები სადაც მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია კვადრატულ მეტრზე  მაქსიმალურ ზღვარს აღემატებ,  შეაფასეს ადგილები, რომლებიც  ყველაზე ხმაურიანია და  მონაცემები დასაშვებ ნორმას აღემატება.
   

კლუბის წევრებმა მიღებული ინფორმაცის შემდეგ შეძლეს ქალაქში  ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი მობილური წყაროების  შესწავლა და მათგან მიღებული შედეგების განსაზღვრა.  დასახეს  პრობლემის  რეგურულირების გზები და მისგან მიღებული სარგებელიც. კვლევები კი წარმოადგინეს ინფოგრაფიკების სახით.  

 

კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:  

I. უკონტროლო მშენებლობისგან მიღებული პრბლემები:

           რეგულირების გზები ანუ როგორ შეგვიძლია პრობლემის მოგვარება:

სამშენებლო ნაგებიბების დაწყებამდე ტერიტორიის საინჟინრო და გეოლოგიური გამოკვლევები და გეოლოგიური გარემოს მონიტორინგი;

ქალაქ თბილისის ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი-სტიქიური მოვლენებისა და რისკების ატლასის შექმნა;

დიდი სამშენებლო პროექტების განხორციელების პრევენცია.

             შედეგები თუ რეგულირების ყველა გზას დავიცავთ :

Ø უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის მინიმუმადე შემცირება.

 

II. ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის სარგებლობის მისი მომატებული რაოდენობის და გამონაბოლქვის ინტენსიური წარმოქმნით თბილისში ჰაერის დაბინძურება.

    რეგულირების გზები ანუ როგორ შეგვიძლია პრობლემის მოგვარება:

ავტომობილთა განახლება დაწესებული კანონით;

ელექტროტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შექმნა;

ახალი მწვანე ზონების შექმნა;

 განადგურებული რეკრეაციული ზონების აღდგენა;

ავტოპარგების შექმნა;

საწარმოო ობიექტების ირგვლივ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის  შექმნა;

ტრანსპორტის მოძრაობის მართვის ორგანიზაცია შუქნიშნების რეგულირების სისტემის დანერგვით;

მანქანათა ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერების ხელახლა შემოღება;

უსაფრთხო საწვავის  მოსახლეობის მკაცრი მოთხოვნის დაწესება;

საწვავის ფასის კლება მეტი ხელმისაწვდომიბისთვის;

           შედეგები თუ რეგულირების ყველა გზას დავიცავთ :

Ø ჰაერის დაბინძურებს დონის მაქსიმალურად შემცირების კლება და მისი დაქვემდებარება უსაფრთხო სტანდარტებთან; 

Ø ჯანსაღი საცხოვრებელი  გარემო;

       Ø   ადამიანთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.